Wednesday 20 May 2009

" ვარ, საქართველოს გულდამწვარი ჭირისუფალი,

  მისი ნათელი მომავალით, მსურს გავიხარო!

  თუ არ მენახოს საქართველო თავისუფალი

  ფერფლად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო"!

  ალბათ ეს არის ყველა ჭეშმარიტი ქართველის ფიქრი და ოცნება!" მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს".
  
  საქართველომ დიდი გზა განვლო თავისი იტორიის მანძილზე, მას უამრავი მტერი ჰყოლია, "მაგრამ ასეთი არასოდეს გარდახდენია". ვერა და ვერ მოიშორა საქართველომ რუსული უღელი, რომელსაც საქართველოს მიმართ საკუთარი მიზნები და ინტრესები ჰქონდა და მათ მიღწევას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა.
  დავიწყებ იქიდან, რომ XIX-ე საუკუნეში რუსეთ-თურქეთის ომების წარმატებით დამთავრების შემდეგ რუსეთის მთავრობას შედარებით მეტი საშუალება მიეცა, განეხორციელებინა საქართველოს ყოველმხრივ ათვისება. ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური თვალსაზრისი,თ მჭიდროდ შეკვრით რუსეთთან, ექციათ იგი მის განუყრელ ნაწილად და ეიძულებინათ მოსახლეობა "ენით, გონებით და გრძნობით რუსი გამხდარიყო". მათი მიზანი იყო, საქართველო გადაექციათ ისეთ მხარეთ, რომელიც პოლიტიკურად სანდო იქნებოდა, ხოლო ეკონომიკურად-მაქსიმალურად მომგებიანი. ამ პოლიტიკის განხორციელებას ცარიზმი ცდილობდა სხვადასხვა გზით, რომელთა შორის უმთავრესს ქვეყნის კოლონიზაცია წარმოადგენდა.1856 წ. 1 იანვრისათვის თბილისის და ქუთაისის გუბერნიაში აღრიცხული იყო სულ 21 რუსული სოფელი.
  რუსეთი საქართველოს ისე უყურებდა, როგორც კარგ იარაღს, რომელიც საჭიროებისამებრ შეიძლებოდა მშვენივრად გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ. ეს აზრი თვით რუსეთის მთავრობას აქვს ცინიკური გულახდილობით გამოთქმული, გრაფ ანინის პირით, ერთ საიდუმლო მიწერილობაში, რომელიც მან სახელმძღვანელოდ საქართველოში მყოფ რუსეთის წარმომადგენელს გენერალ ტოტლებენს გამოუგზავნა: "უნდა ვეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოვაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი ხელმძღვანელობით ხდებოდეს, თვით ქართველებს ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიაანთ მთავრობის განკარგულებას ასრულებენ, ერთი სიტყვით ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს ისე, რომ სული აქაური იყოს, სხეული კი ქართული".
   
  პასკევიჩის წერილი გრაფ კონკრინს, 1830 წელი.
  
  " განა საქართველო არ უნდა განვიხილოთ, როგორც კოლონია, რომელიც დაამზადებს რა უხეშ მასალას... ჩვენი ფაბრიკებისთვის, რუსეთიდან ჩამოიტანს მანუფაქტურულ ნაწარმს. საქართველოში მანუფაქტურების დაარსების შემთხვევაში დაირღვევა უკანასკნელის კავშირ-ურთიერთობა რუსეთთან"


  ეს იყო წინათ...
  და დღეს, საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკაა. თითქოს ახდა ქართველი კაცის ოცნება , დიდი ილის მიერ ჩანერგული, " ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო", მაგრამ

"სამაჩაბლო და აფხაზეთი- ერის ტკივილი ,
  ქართველთა მიწა,გულისფეთქვის ძარღვი მთავარი,
  ერთი მტკაველიც არ დავუთმოთ, მტერს წასაგლეჯად,
  ჩვენ არაფერი აღარა გვაქვს დასაკარგავი!
   
  ზ.ლობჯანიძე
 

" ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი ქართველებისა, 2008 წლის აგვისტოს ცხელი დღეები საქართველოში. დახოცილი ხალხი, წართმეული ტერიტორიები, მარიმობის წმინდა მარხვაში, ვართ უსახელო გმირთა მარხვაში."
  ვიღვაწოთ საქართველოსთვის, არ დაგვავიწყდეს, ვისი გორისა ვართ, არ დაგვავიწყდეს რომ ქართველები ვართ, არ დაგვავიწყდეს რომ ვართ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავლები. გვიყვარდეს ერთმანეთი.


                                                 ავტორი: გიორგი ბერიაშვილი